Wednesday, April 20, 2011

ბიბლიოთეკაში დარეგისტრირების პროცედურა

იმისათვის რომ ვისარგებლოთ საქართველოს პარლამენტის ბობლიოთეკის მომსახურეობით საჭიროა დარეგისტრირება. მე ეს პროცედურა გავიარე შემდეგნაირად. მივედი ბიბლიოთეკის სარეგისტრაციო კორპუსში, გავაღე თეთრი რკინის კარი შევედი. წინ იდგა რამდენიმე მრგვალი მაგიდა, სადაც ჩემთვის უცხო ადამიანები ბლანკს ავსებდნენ. იქვე იჯდა ორი ქალბატონი სანდომიანი გამომეტყველებით და მკითხეს ვიყავი თუ არა დარეგისტრირებული ადრე ჩემი უარყოფითი პასუხის შემდეგ მთხოვეს პირადობის მოწმობა, იქვე გადავიღე ფოტოსურათი რის შემდეგაც შევავსე ბლანკი სადაც ჩავწერე სად ვსწავლობ, რომელ კურსზე ვარ, მისამართი,საკონტაქტო ნომრები, პირადი ნომრები და ა.შ. მკითხველის ბარათის მისაღებათ დამიბარეს მეორე დღეს. მეორე დღეს ავიღე ბარათი, რომელიც იმის დამადასტურებელია რომ მე მაქვს უფლება ვისარგებლო ბიბლიოთეკის მომსახურეობით. დარეგისტრირების პროცედურა არის ძალიან მარტივი, რადგან ყველანაირი პროცედურის გავლა(მაგ:სურათის გადაღება) შესაძლებელია ადგილზე და სულ რამდენიმე წუთში.

No comments:

Post a Comment