Wednesday, April 20, 2011

სტატია

Tourism is travel for recreational, leisure or business purposes. The World Tourism Organization defines tourists as people who "travel to and stay in places outside their usual environment for more than twenty-four (24) hours and not more than one consecutive year for leisure, business and other purposes not related to the exercise of an activity remunerated from within the place visited."[1] .wikipedia.org/wiki/Tourism

ბიბლიოთეკაში დარეგისტრირების პროცედურა

იმისათვის რომ ვისარგებლოთ საქართველოს პარლამენტის ბობლიოთეკის მომსახურეობით საჭიროა დარეგისტრირება. მე ეს პროცედურა გავიარე შემდეგნაირად. მივედი ბიბლიოთეკის სარეგისტრაციო კორპუსში, გავაღე თეთრი რკინის კარი შევედი. წინ იდგა რამდენიმე მრგვალი მაგიდა, სადაც ჩემთვის უცხო ადამიანები ბლანკს ავსებდნენ. იქვე იჯდა ორი ქალბატონი სანდომიანი გამომეტყველებით და მკითხეს ვიყავი თუ არა დარეგისტრირებული ადრე ჩემი უარყოფითი პასუხის შემდეგ მთხოვეს პირადობის მოწმობა, იქვე გადავიღე ფოტოსურათი რის შემდეგაც შევავსე ბლანკი სადაც ჩავწერე სად ვსწავლობ, რომელ კურსზე ვარ, მისამართი,საკონტაქტო ნომრები, პირადი ნომრები და ა.შ. მკითხველის ბარათის მისაღებათ დამიბარეს მეორე დღეს. მეორე დღეს ავიღე ბარათი, რომელიც იმის დამადასტურებელია რომ მე მაქვს უფლება ვისარგებლო ბიბლიოთეკის მომსახურეობით. დარეგისტრირების პროცედურა არის ძალიან მარტივი, რადგან ყველანაირი პროცედურის გავლა(მაგ:სურათის გადაღება) შესაძლებელია ადგილზე და სულ რამდენიმე წუთში.

Thursday, April 14, 2011

საქართველოს ტურიზმის პოტენციალის შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზის არარსებობა

ქვეყანაში არ არსებობს სრული საინფომაციო ბაზა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ, სადაც აღწერილი იქნება საქრათველოს რეგიონებში არსებული კურორტები, თავისი ღირსშესანიშნაობებით. ასევე არ არსებობს სასტუმროთა და სააგენტოთა ბაზა, რომელიც შეიცავდა მათი მომსახურების სახეებს და საქმიანობის სრულ აღწერას. ყოველივე აღნიშნულის არსებობა სასიკეთოდ წაადგებოდა ტურიზმს, რადგან სრული საინფორმაციო ბაზა დახმარებას გაუწევდა, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებს. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად მიზანშეწონილად მიგვაჩნია შეიქმნას სასტუმროებისა და სააგენტოების ელექტრონული ბაზები, შეიქმნას საქართველოს ტურისტული პოტენციალის აღწერის ელექტრონული ბაზა რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ნებისმიერი მცხოვრებისათვის.
http://www.nplg.gov.ge

ბიბლიოგრაფია

  1. მეტრეველი, მარინა
    ტურიზმი : (დამხმ. სახელმძღვ. ტურიზმის ფაკ. სტუდ.) / [რედ.: თეიმურაზ კანდელაკი] ; თბილ. კულტურისა და ხელოვნების სახ. უნ-ტი. - თბ. : უნივერსალი, 2003. - 186გვ. ; 20სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 182. - ISBN: 99928-976-2-7 : სახელშეკრ. ფასი, 500ც.[MFN: 19027]
    UDC: 338.48(075.8) + 338.48(479.22)
    K 242.149/3 - საერთო ფონდი
    K 245.261/3 - საერთო ფონდი
    K 245.262/3 - საერთო ფონდი
    K 255.114/3 - საერთო ფონდი
    F 80.386/3 - ხელუხლებელი ფონდი

Wednesday, April 13, 2011

ტურიზმის ისტორია

ტურიზმი როგორც დარგი ჩამოყალიბდა  19-ე საუკუნეში თუმცა დაჩქარებული ტემპით ზრდა დაიწყო 1950-იანი წლებიდან. ტურიზმის ფუძემდებლად აღიოარებულია ბაპტისტი პასტორი, რომელიც პირველი მიხვდა ტურისტთა ორგანიზებული გადაადგილების არსა და ამ საქმის მომგებიანობას

სტატისტიკა

საქართველოში სულ აღრიცხულია 103 კურორტი,30 საკურორტო ზონა და რაიონი.თუმცა თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოწყობილია მათგან მხოლოდ 29%_ზე